არ იბრძოლოთ მარტო! დაგვიკავშირდით!
დღეს, საქართველოში, ადამიანებს საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. დასაქმება წარმოადგენს არა წინაპირობას ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ თვითგადარჩენისთვის ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უფლებები შრომის კოდექსით არის დაცული, დამსაქმებლები და კომპანიები ბოროტად იყენებენ უმუშევრობას და მძიმე სოციალურ ფონს: არაფრად აგდებენ კანონს, სახელმწიფოც უმოქმედოა და თვალს ხუჭავს შრომითი უფლებების დარღვევებზე.
ჩვენ ვთვლით, რომ უკეთესი ხელფასების, სამუშაო ადგილების და შრომითი პირობების მიღწევა მხოლოდ ჩვენი, მშრომელი ადამიანების ბრძოლით არის შესაძლებელი. ამიტომ შევქმენით მოხალისეობრივი გაერთიანება „თბილისის სოლიდარობის ქსელი,“ რომელიც ცდილობს სხვადასხვა სამუშაო ადგილზე დასაქმებული ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას, საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას და ჩვენს საზოგადოებაში სოლიდარობის გაღვივებას.
Author Archives: shotazi
რატომ არ ვართ აქტივისტები: საფუძვლიანი ორგანიზება
რატომ არ ვართ აქტივისტები თბილისის სოლიდარობის ქსელი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შეიქმნა, ორგანიზების ახლებური კულტურის ჩამოყალიბების იმედით, დედაქალაქსა და მთელს საქართველოში. ჩვენი მიდგომა ეფუძნება წარსული მარცხების გადალახვას და ღრმა რწმენას იმისა, რომ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა ცვლილებებისთვის. საქართველოს … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
მასობრივი დემონსტრაციები ამერიკაში სამართლიანი ხელფასების მოთხოვნით
29 ნოემბერს, მოძრაობა „ბრძოლა 15 დოლარისთვის“ (Fight for 15$) ათასობით წევრმა ამერიკის 340 ქალაქში დემონსტრაციები და მჯდომიარე აქციები გამართა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის თეთრ სახლში. მოძრაობა 2012 … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
საყოველთაო გაფიცვა სამხრეთ კორეაში!
12 ნოემბერს, პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს გადადგომის მოთხოვნით, სამხრეთ კორეის ქუჩებში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. ერთი კვირის შემდეგ, პროტესტის ტალღა კვლავ აგორდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად, კორეის პროფესიული კავშირების კონფედერაცია (KCTU) 30 ნოემბერს მშრომელებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს. გაფიცვა მიმართულია რეგრესული … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
მუშათა კლასის მებრძოლი ხასიათი გლობალურ სამხრეთში
იმანუელ ნესი იმანუელ ნესი არის ავტორი წიგნისა “სამხრეთის აჯანყება: გლობალური მუშათა კლასის შექმნა”. (Pluto. 2016) ის არის პოლიტიკური მიცნიერების ფაკულტეტის წევრი ბრუკლინის კოლეჯში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის სოციალური ცვლილების ცენტრში. 1980-იან წლებში, მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაბატონებულმა ეკონომიკებმა … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
დაისაჯოს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“!
ჭიათურის მაღაროების და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელსაც 2016 წლის აპრილში, გადასახადების გადაუხდელობის გამო, სახელმწიფომ 200 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, ამჯერად, სალიცენზიო პირობების დარღვევასა და გარემოსთვის 350 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანის მიყენებაშია ბრალდებული. სასამართლო … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
მედია, მშრომელთა მოძრაობა და დემოკრატიზაცია
რამდენიმე დღის წინ, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ნაცვლიშვილის ფეისბუქ გვერდიდან ვუყურე გადაცემა არჩევანს რუსთავი 2-ზე. ინფორმაციის მიღება მობილური ტელეფონებით და სოციალური ქსელებით გაცილებით იოლი ხდება და როგორც სხვა ბევრი ადამიანი, მეც ხშირად ვეღარ ვახერხებ ტელევიზორის ყურებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, … Continue reading
Posted in Uncategorized
1 კომენტარი
ანგარიში – რა მოხდა ზესტაფონში და ვინ დგას ამის უკან
3 აგვისტოს ზესტაფონის ე.წ „ძველ ბაზარში“ ხანძრის შედეგად დაიწვა მთლიანი ბაზრის ტერიტორია, დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი. აქაური მოვაჭრეების უდიდეს ნაწილს საქონელი სრულად გაუნადგურდა. ხანძრის საშინელი შედეგების ფონზე, დაპირისპირება მოხდა ბაზრის მეწილეებს – ცეზარ მაღლაკელიძესა და ხინჯიკაშვილს შორის. როგორც მაღლაკელიძე აცხადებს: … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
გლობალური მშრომელთა კლასის ხელახალი შექმნა
მუშათა მოძრაობა არ მომკვდარა – პირიქით, 2008 წლიდან, მუშათა პროტესტის და კლასობრივი მობილიზების შემთხვევათა გახშირება ტალღის დაბრუნების მანიშნებელია. ბევერლი სილვერი (სტატიის ორიგინალი: https://roarmag.org/magazine/the-remaking-of-the-global-working-class/ ) 1980-იანი წლების შემდგომ სოციალურ მეცნიერებებში გაბატონებული მიდგომის მიხედვით, მშრომელთა და კლასობრივი მობილიზაციები ისტორიას ჩაბარდა. ფართოდ იყო აღიარებული, რომ … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი
რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!
„სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის … Continue reading
Posted in Uncategorized
2 Comments
მიმართვა თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორს
28.03.2016 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ზურაბ ვადაჭკორიას მიმართვა 2016 წლის 11 მარტს თ.მ-მ მოგვმართა დახმარების თხოვნით. იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, რადგან მას 4 თვის განმავლობაში თავისი უფროსი სექსუალურად ავიწროებდა. თ.მ-მ საქ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში … Continue reading
Posted in Uncategorized
დატოვე კომენტარი