გლობალური მშრომელთა კლასის ხელახალი შექმნა

მუშათა მოძრაობა არ მომკვდარა – პირიქით, 2008 წლიდან, მუშათა პროტესტის და კლასობრივი მობილიზების შემთხვევათა გახშირება ტალღის დაბრუნების მანიშნებელია.

ბევერლი სილვერი
(სტატიის ორიგინალი: https://roarmag.org/magazine/the-remaking-of-the-global-working-class/ ) 

1980-იანი წლების შემდგომ სოციალურ მეცნიერებებში გაბატონებული მიდგომის მიხედვით, მშრომელთა და კლასობრივი მობილიზაციები ისტორიას ჩაბარდა. ფართოდ იყო აღიარებული, რომ საერთაშორისო დონეზე „გლობალიზაციამ“ ინტენსიური კონკურენცია გააჩაღა მშომელთა შორის, რამაც მშრომელთა ძალისა და კეთლდღეობის ულმობელი დაღმასვლა გამოიწვია. პოპულარული იყო აზრი, რომ წარმოების რესტრუქტურიზაციამ, კერძოდ კი ქარხნების დახურვამ, აუთსორსინგმა, ავტომატიზაციამ და ახალი იაფი მუშახელის მასიურმა მიწოდებამ, ძირი გამოუთხარა უკვე დამკვიდრებულ, მასობრივ წარმოებაში ჩართულ მუშათა კლასს ცენტრალურ ქვეყნებში და შექმნა გადაულახავი ბარიერები ახალი მუშათა კლასის მობილიზაციისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
indonesia_labour_day_mas35.jpg

ამ არგუმენტს ფსკერისკენ რბოლის თეზისი დაერქვა. მისი მომხრეები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, როდესაც საჭირო გახდა 2008 წლის შემდეგი პროტესტების და კლასობრივი მობილიზაციების ანალიზი. ეს ახალი გამოცოცხლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა: ქარხნის მშრომელთა გაფიცვების ტალღა ჩინეთში და აზიის სხვა ნაწილებში, მილიტანტური სპონტანური გაფიცვები სამხრეთ აფრიკის პლატინის მაღაროებში, ჩრდილოეთ აფრიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე უმუშევრების და ახალგაზრდების მიერ საზოგადოებრივი მოედნების ოკუპაციები თუ ქამრის შემოჭერის პოლიტიკის წინააღდეგ მიმართული პროტესტი ევროპაში. ეს სულ რამდენიმეა იმ ნიშანთაგან, რომლებიც ტალღის დაბრუნებაზე მიგვითითებენ. შეიძლება ჩვენ მსოფლიო მასშტაბით მშრომელთა მოძრაობის აღმავლობის დასაწყისის მოწმენი ვიყოთ.

Continue reading

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?!

სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი

13595934_1253138294698398_1685626480_n.jpg

დღეს ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულის სამუშაო ადგილი როგორც წესი არასტაბილურია, რაც თავის მხრივ მშრომელთა კონტროლის ინსტრუმენტია.  კავკასიის ბარომეტრი 2015-ის თანახმად, დასაქმებულების ერთი მესამედი სამსახურს ყოველ წელს კარგავს, თუმცა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი (34%), მნიშვნელოვნად არ იცვლება, რადგან უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ძნელი არაა ახალი დასაქმებულის ძებნა. “არ მოგწონს?! – წადი, სხვა მოვა.“ – დამსაქმებლების საყვარელი სიტყვებია და მუშაც იძულებულია სამუშაოს შენარჩუნების მიზნით დათანხმდეს შრომის კაბალურ პირობებს, ან იცხოვროს სამუშაოს ცვლის მუდვიმ რეჟიმში.

დღევანდელი ბიზნესი ითხოვს მორჩილ მშრომელებს.  ყველა, ვინც უარს იტყვის უსიტყვო მორჩილებაზე, დაკარგავს სამუშაო ადგილს სხვა მადლიერი მუშის სასარგებლოდ, რომელიც ბედნიერი იქნება რომ არსებობის წყარო აღმოაჩინა.

მაშინ, როდესაც ადამიანებს, არ ჰყოფნით ხელფასი ელემენტარული ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, ისინი მიმართავენ ბანკებს. 2015 წლის მონაცემებით კვლევითი რესურს ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად გამოკითხულთა 46 % – ს ბანკში აქვს სესხი აღებული. ასე რომ, მშრომელები იღებენ კრედიტებს, რის მერეც მიჯაჭვულნი, მთლიანად დამოკიდებულნი  ხდებიან თავიანთ სამსახურებზე. ფაქტიურად თავისუფალი ნება, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა უკვალოდ ქრება.

Continue reading

Posted in Uncategorized | 2 Comments

მიმართვა თბილისის სახ. უნივერსიტეტის რექტორს

28.03.2016

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს

ზურაბ ვადაჭკორიას

მიმართვა

2016 წლის 11 მარტს თ.მ-მ მოგვმართა დახმარების თხოვნით. იგი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, რადგან მას 4 თვის განმავლობაში თავისი უფროსი სექსუალურად ავიწროებდა. თ.მ-მ საქ. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობა 2015 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო როგორც სტაჟიორმა გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2015 წლის  17 ნოემბერს ბრძანების საფუძველზე ის სამსახურში ოფიციალურად მიიღეს, როგორც გენერალური დირექტორის ირაკლი კოხრეიძის თანაშემწე. აუცილებელია მოხდეს თანამშრომლის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე გაფრთხილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზეა, საქართველოს შრომის კოდექსის დარღვევა და პიროვნების შრომითი უფლების შელახვა.

29 წლის თ.მ ცხოვრობს ავადმყოფ მამასთან ერთად ქირით და მის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა ამ საავადმყოფოში მიღებული ხელფასი, ხოლო დედა კი შრომითი ემიგრანტია ევროპაში. აღსანიშნავია, ის რომ თ.მ-ს თავდაპირველად ჰქონდა ინფრასტრუქტურის განყოფილებაში სამუშაოს მოლოდინი, მაგრამ ირაკლი კოხრეიძის დაჟინებული მოთხოვნით ის მის თანაშემწედ დაინიშნა.

თ.მ.-ის გადმოცემით, მთელი 4 თვის განმავლობაში გენერალური დირექტორი  ირაკლი კოხრეიძე, თითქმის ყოველდღიურად ახორციელებდა სექსუალურ ზეწოლას ნასვამ მდგომარეობაში სამუშაო დროს. ის თ.მ-ს თქმით მას ირაკლი კოხრეიძე მიმართავდა შემდეგი ფრაზებით: „ნაშას გავხარ და უარს რატო მეუბნები“, „უნდა გაგჟიმო“, „ჩემი საკუთრება უნდა იყო, მე ვარ შენი გენერალური დირექტორი, როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცე’’ და ა.შ. ირაკლი კოხრეიძის მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მიმართ არასასურველ შეხებას, რაც არის დასაქმებულის მიმართ სექსუალური ძალადობა. აღსანიშნავია ის, თუ რატომ არ იჩივლა ამ 4 თვის განმავლობაში თ.მ-მ. მისი მატერიალური მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო ამ სამსახურის დაკარგვა, რაც აიძულებდა მას აეტანა ზემოთ ხსენებული დამცირებები.

თავის დაცვის მიზნით, ის ცდილობდა სამსახურის შემდგომ არ შეყოვნებულიყო შენობაში მარტო, უმეტესად მოძრაობდა ხალხის ჯგუფთან ერთად, ის ხშირად მიმართავდა ირაკლი კოხრეიძის პირად მძღოლს დახმარებისთვის, უმეტესად მაშინ, როდესაც კოხრეიძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ამ დროს ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, ირაკლი კოხრეიძემ 2016 წლის 5 თებერვალს კატეგორიულად მოითხოვა დასაქმებულისაგან პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა.  თ.მ-ს სამსახურიდან წასვლის მოთხოვნა განხორციელდა დასაქმებულის მიმართ ზეწოლით, დამცირებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის საფუძველზე. თ.მ-მ მიმართა ამ პრობლემით სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, მიეღო შესაბამისი ზომები ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მან პასუხად მიიღო ის, რომ თვის ბოლომდე მოხდებოდა რეაგირება და ირაკლი კოხრეიძე სამსახურიდან გათავისუფლდებოდა, თ.მ-ს კი სხვა სამსახურში გადაიყვანდა,  მაგრამ 1 თვის შემდგომ ცვლილება არ ყოფილა. აღსანიშნავია ის, რომ თ.მ-თან შელაპარაკებისას, ირაკლი კოხრეიძე თავს ხშირად „რექტორის ფავორიტად“ მოიხსენიებდა და იძახდა რომ მას სამსახურიდან ვერავინ გააგდებდა, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ რექტორი მას ამჟამად ხელს აფარებს. თ.მ. შრომითი უფლებების დაცვის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ იურისტების მიერ შეტანილ იქნა სარჩელი  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

უმთავრესია გავაანალიზოთ, რომ შრომითი დავის მიღმა ამ საქმის საწყისი წერტილი არის ძალადობრივი კულტურა. ამ ძალადობრივი კულტურის მთავარ მსხვერპლს ქალი წარმოადგენს. დღევანდელ რეალობაში ქალის სხეული აღქმულია როგორც ნივთი, რომელზეც განხორციელებული სიტყვიერი თუ ფიზიკური ძალადობა არის კულტურულად დაშვებული. საქართველოში თ.მ-ს მდგომარეობა ერთადერთი და უნიკალური არ არის. ამ პრობლემით მრავალი ქალი იტანჯება სამუშაო ადგილებზე. მათ, ძირითადად ეკონომიკური მდგომარეობა უფლებას არ აძლევთ ხმა ამოიღონ და ამავდროულად კანონი ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემის აღმოფხვრას. დღეს, ყველა ქალს უწევს სამუშაო ადგილზე, სახლში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქუჩაში თუ ინტერნეტ სივრცეში „ნორმად“ ქცეული სექსუალური ძალადობების ატანა.

მართალია, ეს ქალების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ის შეურაცყოფა, რასაც თ.მ 4 თვის განმავლობაში იტანდა, სცდება ამ „ნორმის“ ფარგლებს. მიუხედავად იმისა, თ.მ ამ ხარისხის ძალადობას იტანდა თავისი სოციალური ფონის გამო, საბოლოო ჯამში ის მაინც გაათავისუფლეს, რადგან ირაკლი კოხრეიძემ სექსუალური კავშირის დამყარებაზე თანხმობა ვერ მიიღო. მან განუცხადა თ.მ-ს, რომ ხალხში მათზე ჭორები ვრცელდებოდა და მისი რეპუტაცია რომ არ შელახულიყო, ამიტომაც თ.მ  სამსახურიდან უნდა წასულიყო.

ამ პროცესს უფრო მეტად ართულებს სექსუალური ძალადობის ის სტიგმა, რომ ამ ფაქტის გამოაშკარავებით შერცხვენილი და საზოგადოებისგან უარყოფილი კვლავ ქალი რჩება, კაცის სიტყვა კი საზოგადოებისთვის ყოველთვის უფრო წონიანია, მაშინაც კი თუ ქალს ძალადობის ფაქტობრივი მტკიცებულებებიც გააჩნია. ჩვენ „ქალთა მზერა“, ააიპ ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“  და „თბილისი სოლიდარობის ქსელი“ მოგიწოდებთ საზოგადოებას და სხვადასხვა მოძრაობებს შემოგვიერთდეთ, სოლდარობა გამოვუცხადთ დაზარალებულს და არ დავუშვათ, რომ ამ დანაშაულებრივმა ქმედებამ კვლავ უხმაუროდ ჩაიაროს. მივმართავთ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ზურაბ ვადაჭკორიას, სასწრაფოდ განახორციელოს ქმედითი ზომები და გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან ირაკლი კოხრეიძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ გავჩერდებთ და დავიწყებთ მშვიდეობიან საპროტესტო აქციებს.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

რა ჭირს შრომას?

უმეტესი ჩვენგანისთვის, ჩვენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი შრომის გავლენის ქვეშ არის. მაშინაც კი, რედასაც ჩვენ არ ვმუშაობთ, ჩვენ მივდივართ ან მოვდივართ სამსახურიდან, ვდარდობთ სამსახურზე, ვცდილობთ აღვიდგინოთ ძალები, რომ მეორე დღეს დავბრნუნდეთ სამსახურში, ან უბრალოდ ვცდილობთ დავივიწყოთ სამსახური.

შენ შრომობ სხვა მდიდრდება

ან კიდევ უარესი. ჩვენ არ გვაქვს სამსახური და ჩვენი მთავარი საზრუნავი მისი პოვნაა. ან კიდევ ჩვენ ვართ ის ადამიანები, უმეტესად ქალები, ვისი საშინაო შრომა და ზრუნვა საერთდ არ ანაზღაურდება. უმეტესი ჩვენგანისთვის არ არის მნიშვნელოვანი ჩვენი საქმე, უბრალოდ გვჭირდება ფული. ყოველი თვის ბოლოს, ჩვენი საბანკო ანგარიში წინა თვის იგივე პერიოდისგან არაფრით განსხვავდება. ჩვენ ვხარჯავთ ჩვენ დღეებს საათის შემოწმებაში, ვითვლით წუთებს სანამ შეგვეძლება სახლში წასვლა, ვითვლით დღეებს შაბათკვირამდე, თვეებს მომდევნო არდადაგებამდე.

ისინიც კი ვისაც მართლა გვსიამოვნებს ჩვენი საქმე, ვერ ვმართავთ ჩვენს შრომას. პირიქით ჩვენი შრომა გვმართავს ჩვენ, ჩვენ განვიცდით მას როგორც უცხო ძალას. უმეტესი ჩვენგანი ვერ აკონტროლებს დროს, როდის უნდა მივიდეს სამსახურში ან როდის უნდა წამოვიდეს სამსახურიდან. ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი შრომის ტემპს და მოცულობას, ვერ ვაკონტროლებთ თუ რა ნაწარმს ან მომსახურებას შევქმნით ან როგორ შევქმნით.

მაგალითად, ექთნებისთვის, შესაძლოა პაციენტებზე ზრუნვა საყვარელი საქმიანობა იყოს, თუმცა შეექმნათ პრობლემა რესურსების ნაკლებობის, არასაკმარისი კადრების, რთული სამუშაო გრაფიკისა და ხელმძღვანელობის გამო. ასევე დიზაინერები შეიძლება იღებდნენ სიამოვნებას შემოქმედებითი მუშაობისგან, მაგრამ შეიზღუდონ თავიანთ შემოქმედებაში, იმით რომ უფროსებმა არ მისცენ სიახლის შექმნის საშუალება და მხოლოდ არსებული გაყიდვადი პროდუქციის ასლების შექმნა აიძულონ.

პარადოქსია, რომ როცა მილიონობით ადამიანი ზედმეტ სამუშაო საათებს მუშაობს, ძლივს უძლებს მძიმე სამუშაო დატვირთვას და გრძელ სამუშაო საათებს, მილიონობით სხვა უმუშევარი ადამიანი სასოწარკვეთილი ეძებს სამსახურს.

თანამედროვე მსოფლიოში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება შრომას, მილიონობით ადამიანი ავადდება და ასობით მილიონი ადამიანი იღებს სხვადასხვა ტრავმას.

ამასთანავე, შრომის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც საკმაოდ რთული, მოსაწყენი ან სახიფათოა მშრომელთათვის და გამანადგურებელი გარემოსათვის, არანაირი სარგებლობის მომტანი არ არის საზოგადოებისთვის. მაგალითად წარმოებაში, სადაც წინასწარ დაგეგმილი მოძველება იწვევს პროდუქტების გაფუჭებას, რათა ხალხმა ახალი იყიდოს, ან მაგალითად გაყიდვების და რეკლამის მთლიანი ინდუსტრიები, რომელთა არსებობის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ხალხის დარწმუნება იმაში, რომ იყიდონ უფრო მეტი პროდუქტი და იმუშაონ უფრო ბევრი, რომ კვლავ იყიდონ უფრო მეტი პროდუქტი.

ბევრი სასარგებლო შრომა იფლანგება საზოგადოებრივად გამოუსადეგარი ინდუსტრიებისთვის, მაგალითად ენერგიის გამომუშავება გამოიყენება ტელემარკეტინგის სატელეფონო ცენტრებისათვის, ყალბი კოსმეტიკური და სამედიცინო პროდუქციის წარმოებაში, ან იარაღის ინდუსტრიისთვის, რომლის საბოლოო პროდუქტი სიკვდილია.

მაშინ, როდესაც ავტომატიზაცია, მექანიზაცია და პროდუქტიულობა შეუჩერებლად იზრდება, სამუშაო საათები და სამუშაო წლები არ იკლებს. მეტიც, ბევრ ადგილას პირიქითაც ხდება, საპენსიო ასაკი ზემოთ იწევს და სამუშაო საათებიც იზრდება.

რატომ არის შრომა ასეთი?

თუ შრომას ამდენი პრობლემა ახლავს, მაშინ რატომ არის ის კვლავაც ასეთი?

მიზეზი მარტივია: ჩვენ ვცოხვრობთ კაპიტალისტურ ეკონომიკაში. მაშასადამე, სწორედ ეს სისტემა განსაზღვრავს შრომის მოწყობას.

კაპიტალისტური ეკონომიკის ძირითად არსს აკუმულაცია წარმოადგენს. ფული – კაპიტალი – დაბანდდება, რომ გახდეს უფრო მეტი ფული. ეს კი ხდება ჩვენი შრომის გამო. ჩვენი შრომა არის ეკონომიკის საფუძველი.

ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი შრომა თავდაპირველ კაპიტალს ღირებულებას უმატებს და ღირებულება, რომელსაც თავდაპირველი კაპიტალი შრომის მეშვეობით იძენს, უფრო მეტია ვიდრე ჩვენი ხელფასი. ამ ზედმეტი ღირებულების შედეგი არის თავდაპირველი კაპიტალის ზრდა, რომელიც შემდეგ აფინანსებს მოგებებს და გაფართოებას. რაც უფრო დაბალია ჩვენი ხელფასები, რაც უფრო მეტს ვმუშაობთ და რაც უფრო მეტია სამუშაო საათები, მით უფო მეტია ზედმეტი ღირებულება (მოგება). ამიტომაც, დამქირევებლები კერძო, საჯარო თუ თუნდაც კოოპერაციულ სექტორში, გამუდმებით ცდილობენ, რომ უფრო ძლიერად და მეტი გვამუშავონ, ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ.

იგივე მიზეზის გამო, სამსახურები ხდება მონოტონური და ერთგვაროვანი, რადგან არაკვალიფიცურმა მშრომელმა უფრო იაფად შეასრულოს ის. ნაწარმიც, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ან მომსახურება, რომელსაც ვთავაზობთ ხშირად უხარისხოა, რათა დანახარჯები მცირე იყოს.

მასობრივი უმუშევრობა მძიმე სამუშაო პირობებში მყოფი დასაქმებულების იგივე პირობებში დაბალ ხელფასებზე შენარჩუნების საშუალებაა, რადგან მშრომელებს, რომელთაც არ ეშინიათ, რომ სხვა უმუშევრები ჩაანაცვლებენ, შეუძლიათ მოითხოვონ უფრო მაღალი ხელფასები, უკეთესი პირობები და ნაკლები სამუშაო საათები.

ბიზნესები, რომლებიც ყველაზე მეტ ზედმეტ ღირებულებას გამოწოვენ შრომას – დააგროვებენ მეტ მოგებას და გაფართოვდებიან – წარმატებას მიაღწევენ. ხოლო ვინც ამას ვერ შეძლებს, დამარცხდება.

ასე რომ თუ კომპანია ან ინდუსტრია მომგებიანია, ის იზრდება. მიუხედავად იმისა მისი საქმიანობა საზოგადოებრივად სასარგებლო არის თუ არა, ანადგურებს თუ არა გარემოს და კლავს თუ არა საკუთარ მშრომელებს.

ზრდა ასევე დაფუძნებულია აუნაზღაურებელ შრომაზე, ასეთია საოჯახო შრომა. ეს მოიცავს მშრომელთა კვლავწარმოებას ბავშვების, ახალი თაობის მშრომელთა, აღზრდის საშუალებით და ასევე მოქმედი სამუშაო ძალისთვის მომსახურების გაწევას ფიზიკურად, ემოციურად თუ სექსუალურად. ეს აუნაზღაურებელი შრომა ძირითადად ქალების მიერ სრულდება.

რისი გაკეთება შეგვიძლია?

მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბუნება განსაზღვურლია იმ ეკონომიკური სისტემით, რომელშიც ვცხოვრობთ, მაინც არსებობს გზები რომელთა მეშვეობით, ჩვენ, როგორც მშრომელებმა, აქ და ახლა შეგვძილია გავაუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა.

თუ შრომა ეკონომიკის ბაზისია, საფუძველი ზრდის და მოგების, მაშინ ჩვენ ამ პროცესისთვის ხელის შეშლა შეგვიძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მოწყობის ჩვენ თავზე აღებაზე.

ჩვენ ყოველდღურად ვუწევთ წინააღმდეგობას ჩვენზე დაკისრებულ შრომას. ხშირად მცირე ინდივიდუალური და უჩინარი გზებით. ზოგჯერ ვიგვიანებთ ან ადრე მოვდივართ სამსახურიდან, ვიპარავთ დროს კოლეგებთან და მეგობრებთან საუბრისთვის, ვაკეთებთ სხვა საქმეს, ვიმიზეზებთ ავადმყოფობას სამუშაო დღის გასაცდენად და ა.შ… ზოგჯერ კი ჩვენი წინააღმდეგობა უფრო დიდია, კოლექტიური და უფრო მეტად დაპირისპირებული.

პირდაპირი მოქმედების გამოყენებით, მაგალითად სამუშაოს შეჩერებით ანუ გაფიცვთ, ჩვენ ვაჩერებთ წარმოების მანქანას და ვაბრკოლებთ მოგების მიღების პროცესს. ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ სამუშაო პირობები და ვაიძულოთ ჩვენს უფროსებს მათი გაუმჯობესება. მუშათა კლასს ერთად, უმუშევართა და აუნაზღაურებელ მშრომელთა ჩათვლით, შეუძლია იბრძოლოს სხვა პირობების გამოსასწორებლადაც, მაგალთად უკეთესი სოციალური პროგრამებისთვის, მაღალი ფასების ან რეგრესული გადასახადების წინააღმდეგ.

მეცხრამეტე საუკუნეში, დასავლეთის ქვეყნებში დღიური სამუშაო დრო დაახლოებით 12-14 საათს შეადგენდა, კვირაში 6 ან 7 დღით არავითარი შვებულებებით, არავითარი პენსიით.

დამქირავებელთა და მთავრობის მხრიდან მასობრივი რეპრესიების წინაშე მყოფმა მშრომელებმა შეძლეს გაერთიანება და ათწლეულების განმავლობაში ბრძოლა გაფიცვებით, ოკუპაციებით და ზოგჯერ შეიარაღებული ამბოხებითა და რევოლუციის მცდელობითაც კი. შედეგად, საბოლოოდ მივიღეთ გაცილებით უკეთესი პირობები და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს შაბათ-კვირა, ანაზღაურებადი შვებულება, პენსია, უფრო მცირე სამუშაო საათები და სხვა.

რა თქმა უნდა, განვითარებული დასავლეთის მიღმა, მრავალი მშრომელი დღესაც განიცდის ამ ვიქტორიანულ პირობებს და სწორედ დღეს იბრძვის მათ წინააღმდეგ.

თუ ჩვენ ვორგანიზდებით და ვიბრძოლებთ ჩვენს საჭიროებებზე ეკონომიკის მორგებისთვის, მაშინ კიდევ უფრო გამოვასწორებთ პირობებს, ხოლო თუ უარს ვიტყვით ბრძოლაზე, მივიღებთ კვლავ მეცხრამეტე საუკუნის მდგომარეობას.

დასკვნა

ერთობლივი ორგანიზებით ჩვენ არა მარტო ჩვენს ცხოვრებას გამოვასწორებთ, არამედ შევქმნით საძირკველს ახალი ტიპის საზოგადეობისთვის. საზოგადოებისთვის, სადაც ჩვენ აღარ ვიშრომებთ მოგებისა და ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. სადაც მოვიშორებთ ყოველგვარ გამოუსადეგარ სამუშაოს და ყველა საჭირო შრომას გადავაქცევთ რაც შეიძლება მეტად მარტივ, სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობად.

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

“ნუგეშის” თანამშრომლები კომპანიის სათაო ოფისთან შეიკრიბნენ

8 სექტემბერს, მაღაზიათა ქსელ „ნუგეშის“ დიღმის მასივის II კვარტლის ფილიალის 10მდე თანამშრომელი „ნუგეშის“ სათაო ოფისთან შეიკრიბა და დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც პასუხისმგებელი პირი იქნებოდა ჩაურიცხავი ხელფასების საკითხზე.   შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მაღაზიათა ქსელი „ნუგეში“ შეისყიდა შ.პ.ს „ნიკორამ“, მოქმედ თანამშრომლებს არ ჩაერიცხათ ბოლო თვის ხელფასი. ფილიალის მენეჯერი აიძულებდა თანამშრომლებს, მოეწერათ ხელი მის მიერ დაწერილ განცხადებაზე, რითიც დაადასტურებდნენ აღნიშნულ თვეში ხელფასის აღების ფაქტს. თანამშრომლების ნაწილმა აღნიშნულ განცხადებაზე ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ხელფასი არ აუღიათ, დანარჩენი თანამშრომლები კი, რომლებმაც უარი განაცხადეს ხელის მოწერაზე, პასუხს კომპანიის ადმინისტრაციიდან ითხოვდნენ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, თუმცა მათ არავინ გაესაუბრა.

დაახლოებით 2 საათის შემდეგ, თანამშრომლებთან შესახვედრად გამოვიდა ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც შეკრებილებს ნახევარი ხელფასის გადარიცხვა შესთავაზა „საკუთარი ჯიბიდან“, რადგან კომპანიას აქვს დანაკლისები და არ გააჩნია თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდის სახსრები, რაზეც თანამშრომლებმა უარი განაცხადეს. საბოლოოდ, ადმინისტრაცია პარასკევს, 11 სექტემბერს აღნიშნული ხელფასის სრულად ჩარიცხვას დაპირდა აქციის მონაწილეებს, თუმცა, სავარაუდოდ ეს არ ეხება სხვა თანამშრომლებს და მათ, ვისაც განცხადებაზე ხელი აქვთ მოწერილი.

ამის შემდეგ, თანამშრომლებმა სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლებთან ერთად გადაინაცვლეს „ნუგეშის“ აღნიშნულ ფილიალთან, სადაც ადმინისტრატორი (რომელიც თავიდან არ ასახელებდა რომ ადმინისტრატორი იყო) უარყოფდა კომპანიაში არსებულ პრობლემებს და აცხადებდა, რომ „ნუგეშში“ ყველაფერი კარგადაა. საუბარს შეესწრო დამლაგებელიც, რომელსაც ასევე არ ჩაერიცხა ბოლო თვის ხელფასი (200 ლარი). კითხვაზე , თუ რატომ არ წავიდა ამის გასაპროტესტებლად  სათაო ოფისში სხვა თანამშრომლებთან ერთად,  მან უპასუხა, რომ არ ჰქონდა საკმარისი გზის ფული.

თბილისის სოლიდარობის ქსელი და საქართველოს პროფკავშირები მხარდაჭერას უცხადებენ მაღაზია „ნუგეშის“ თანამშრომლებს, რომლებიც პარასკევს ხელფასის ჩარიცხვას ელოდებიან. თუ კომპანია არ ჩარიცხავს ხელფასებს, ან ჩარიცხავს მხოლოდ თანამშრომლების ნაწილისათვის, ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ბრძოლას. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ სხვა ფილიალის თანამშრომლები, რომლებსაც გაწუხებთ იგივე ან სხვა ტიპის პრობლემა, იმისთვის რომ უფრო ორგანიზებულად შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა და ყველა თანამშრომელმა მიიღოს კუთვნილი ანაზღაურება.

თბილისის სოლიდარობის ქსელი

variant pervi (1)

Posted in Uncategorized | 4 Comments

პასუხი “ფუდმარტს”

„კომპანია“ ფუდმარტმა ელექტრონულად გვიპასუხა ჩვენს მიერ მათთვის გადაცემულ წერილზე. გთავაზობთ საჯაროდ განვიხილოთ „ფუდმარტის“ წერილი და სტრატეგია:

სანამ გადავალთ იმაზე, რომ ისინი არ აღიარებენ „ფუდმარტში“ პრობლემების არსებობას, აუცილებელია შევეხოთ იმ საეჭვო გარემოებებს, რაც უკავშირდება ჩვენს მიერ წერილის გადაცემის მეორე დღეს, აღმაშენებლის ფილიალის 2 თანამშრომლის მიერ, რომელთაც უკვე განცხადება ჰქონდათ დაწერილი სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე, ერთი ქილა ლუდის დალევის გამო „ხელწერილების ჩაბარების“ ფაქტს, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, კომპანია ფუდმარტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უშუალო ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში, კარნახით დაიწერა.

ვულოცავთ კომპანია „ფუდმარტს“, რომ ორი ახალგაზრდა გოგონას რეპუტაციის შელახვით სცადეს პასუხისმგებლობის მოხსნა მათ მიერ ათობით სუპერმარკეტების ქსელებსა და ფილიალებში ყოველდღიურად განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციაზე. ამის მისაღწევად მათ გამოიყენეს პოლიციური მეთოდები: ვიდეო თვალთვალი, პირად კონტროლზე აყვანა, ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველზე აღიარებითი განცხადების კარნახით დაწერა, მუქარა და ასე შემდეგ.

კომპანიას გვინდა ვუთხრათ, რომ მათგან განსხვავებით, ჩვენ გვჯერა, რომ ხალხის მოტყუება არ არის მარტივი და მსგავსი ქმედებებით ისინი უფრო და უფრო აშკარად ახდენენ საკუთარი მიზნებისა და ინტერესების ლუსტრაციას. ყველა ნათლად ხედავს თუ რა ამოძრავებს კომპანიას – რომ მაქსიმალურად მეტი მოგება ნახოს დაბალანაზღაურებადი მუშახელის ექსპლუატაციის ხარჯზე, და თუ ვინმე ამ ინტერესს წინ დაუდგება, კომპანია ყველა გზას მიმართავს, რომ ეს წინააღმდეგობა აღკვეთოს. თუმცა, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ მუქარებზე, დაშინებებსა და შევიწროებაზე აგებული მათი სტრატეგია უუნაროა სოლიდარობის ძალისა და ჯაჭვური რეაქციის წინაშე.

თბილისის სოლიდარობის ქსელს გვჯერა, რომ თუ თქვენ მუშაობთ, მაშინ არ უნდა გიწევდეთ შიმშილობა, უნდა შეგეძლოთ საცხოვრებელი და კომუნალური გადასახადებისა თუ სწავლის საფასურის გადახდა და ასე შემდეგ.

კომპანია „ფუდმარტმა“ საპასუხო წერილით ცხადად დაგვანახა, რომ მათ ამის არ სჯერათ. მათ არ სჯერათ რომ თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეთ შესვენებები, შეეძლოთ სრულფასოვანი კვება, დარჩეთ დრო ცხოვრებისათვის და იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები. სწორედ კომპანიების მიერ ასეთი დამოკიდებულებაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვცოხვრობთ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობას და არა მარტო მათ, თავის გადასარჩენად მუდმივად უცხოეთში წასვლაზე უწევს ფიქრი.
კომპანიის პოზიციას, რომ კვების ანაზღაურებისათვის 12 საათიან ცვლაში გამოყოფილი 2 ლარი არის „კეთილი ნება“, შეურაცხმყოფელად მივიჩნევთ, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა თანამშრომლებს დღისითაც და ღამითაც არ აქვთ საშუალება დატოვონ სამუშაო ადგილი.

მათ წერილში კარგად ჩანს, თუ როგორ ირგებენ კერძო კომპანიები თავის თავზე შრომით კანონმდებლობას, რომ გაზარდონ თავიანთი მოგება თანამშრომლების სამუშაო დროისა და ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ გვინდა ვუპასუხოთ მათ : არ გვაინტერესებს, დაკანონებულია თუ არა ექსპლუატაცია, ჩვენ ვდგავართ დასაქმებულთა ინტერესებისა და სიმართლის მხარეს და ვაგრძელებთ ბრძოლას „ფუდმარტისა“ და სხვა კომპანიების წინააღმდეგ, რათა მათ ვეღარ შეძლონ ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის გამოყენებით ადამიანების ექსპლუატაცია.
სულ მალე დავდებთ „ფუდმარტის“ თანაშრომლებთან ჩაწერილ ვიდეო ინტერვიუებს, სადაც დასაქმებულები დეტალურად აღწერენ თავიანთ შრომით პირობებს. ასევე, გვინდა ვუთხრათ დასაქმებულებს, ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და მოგიწოდებთ თქვენც ჩვენთან ერთად დადეთ თქვენი უფლებებისა და ინტერესებისთვის ბრძოლაში.
ცვლილებების დროა!

თბილისის სოლიდარობის ქსელი

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

მიმართვა „იოლის“, „ფუდმარტის“ და „სპარის“ თანამშრომლებს

ჩვენ ვართ მოხალისეთა ჯგუფი, რომელიც იბრძვის სოციალური სამართლიანობისათვის. ჩვენ დავიწყეთ კამპანია „ს/ს ფუდმარტში“ შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ, რადგან კომპანიაში უხეშად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები, რომლებიც თქვენ მინიჭებული გაქვთ საქართველოს შრომის კოდექსით. ჩვენ გავუგზავნეთ კომპანიას წერილი, სადაც ვითხოვდით თქვენი შრომითი პირობების გაუმჯობესებას. ადმინისტრაცია არ აღიარებს შრომითი უფლებების დარღვევებს და არამხოლოდ არ ითვალისწინებს საკუთარი თანამშრომლების ლეგიტიმურ მოთხოვნებს, არც აღიქვამს მათ სერიოზულად. ისინი არ აპირებენ გამოასწორონ შექმნილი სიტუაცია.

ჩვენი მოთხოვნები მარტივია:

  1. მოლარე-კონსულტანტებს არ უწევდეთ დამლაგებლის, დაცვისა და საწყობის მტვირთავის ფუნქციის შეთავსება.
  2. სამუშაო საათების რაოდენობამ თითოეული თანამშრომლისთვის არ გადააჭარბოს კანონით დადგენილ 40 საათს კვირაში, ხოლო თუ თანამშრომელი თანახმაა, იმუშაოს ზეგანაკვეთურად, სამუშაო დრო ანაზღაურდეს შესაბამისი წესით.
  3. დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება და არ ჩამოეჭრათ ისედაც დაბალი ხელფასიდან თანხები ჯარიმებისა და დანაკლისების სახით.
  4. შეწყდეს მენეჯერებისა და ადმინისტრატორების მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხყოფა და მოეპყრან მათ ღირსეულად.

მოგმართავთ თხოვნით , ამ სუპერმარკეტების ყველა თანამშრომელს, გამოუცხადოთ სოლიდარობა ერთმანეთს და დადგეთ თქვენი უფლებების სადარაჯოზე, რაც აუცილებლად შეცვლის თქვენს სამუშაო პირობებს, იმ გარემოს, სადაც ატარებთ თქვენი დროის უმეტეს ნაწილს. დავანახოთ კომპანიის ადმინისტრაციას, რომ მათ მოუწევთ შეცვალონ გულგრილი დამოკიდებულება, თუ ჩვენ გავერთიანდებით, რადგან ცვლილებების დროა!

თბილისის სოლიდარობის ქსელი

unnamed

Posted in Uncategorized | 6 Comments